სოფიო სვანიძის პროექტის პორტფოლიო
Sunday, November 9, 2014
IX დღე
ტრენინგის მე-9 დღეს განვიხილეთ მერვე მოდული.ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე,უკუკავშირის აუცილებლობაზე.ასევე განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკის მნიშველობა პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნისას.
ეს ტრენინგი ფრიად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა,უამრავი საინტერესო რამ ვისწავლე.პროექტით სწავლებას დიდი ადგილი უკავია სასწავლო პროცესში,ის უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის მოსწავლისთვის მუშაობას.აგრეთვე ძალიან მომეწონა და გამოვყოფ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.რომლის დანერგვასაც ვაპირებ სამომავლოდ საგაკვეთილო პროცესში.
საბოლოოდ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ,მიუხედავად მისი სირთულისა,ჩვენი ტრენერი ქალბატონი დიანა,მას საინტერესოს და აგვილად გასაგებს ხდიდა.
უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას!ყველაზე მაგარი ტრენერია!

Saturday, November 8, 2014
VIII დღე
ტრენინგის მე-8 დღეს ინტელის ელექტრონულ წიგნში წავიკითხეთ და განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულებს.ბევრი ვისაუბრეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე და მათ დატვირთვაზე პროექტის მსვლელობის პროცესში.ასევე განვიხილეთ ფასილიტაციის როლზე მოსწავლეთათვის დავალებების შერჩევისა და მიცემისას.
VII დღე
ტრენინგის მე-7 დღეს დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები.მივიღეთ სათანადო უკუკავშირი.განვიხილეთ მე-5 მოდული და ჩვენი თემისთვის შევარჩიეთ მოსწავლეების შეფასების რუბრიკები.აგრეთვე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტების პრეზენტაციას.ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში.
VIდღე
საინტერესო დღე იყო,გავეცანით ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციებს,მივიღეთ საჭირო უკუკავშირი,შემდგომ მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაციესბის ბლოგზე ატვირთვა.
განვიხილეთ თუ რაში შეიძლება ინტერნეტის გამოყენება კვლევითი და კოლაბორაციული სწავლებისას.
დავათვალიერეთ გაზეთების და პუბლიკაციების ნიმუშები,რაც დამეხმარა მოსწავლიის სავარაუდო ნაშრომის მონახაზის შექმნაში.
დაწვრილებით წავიკითხეთ და განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და დაგეგმვა.
Sunday, November 2, 2014
V დღე
დღევანდელი დღე,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები.განსაკუთრებით დამაინტერესა google drive-ის გამოყენებამ,საკმაოდ საინტერესო პროგრამაა.კოლეგებთან მუშაობაში დაგვეხმარება დოკუმენტების გაზიარება.
ასევე განვიხილეთ სწორი უკუკავშირის მიცემა,reviewing tools-ში კომენტარების გაკეთება.მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საავტორო უფლებებზე.
IV დღე
ტრენინგის მე-4 დღე იყო ინფორმაციით დატვირთული და საინტერესო.ბევრი ვისაუბრეთ შეფასებაზე,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები.შეფასების გეგმა უნდა მოიცავდეს 5 ძირითად კატეგორიას.ესენია:მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები,წახალესების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები,პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები,სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის,გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბუკლეტები და მივიღეთ სათანადო რჩევები.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბუკლეტები და მივიღეთ სათანადო რჩევები.
Subscribe to:
Posts (Atom)