Sunday, October 26, 2014

ტრენინგის III დღე
ტრენინგის მესამე დღემ ფრიად საინტერესოდ ჩაიარა.უამრავი საინტერესო  ინფორმაცია გავიგე.ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,რაც დამეხმარება სრულყოფილი პროექტის შექმნაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნევ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.სწორად დასმული კითხვები დამეხმარება მეც და ჩემს მოსწავლეებს პროექტის სწორად წარმართვაში და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.ძალიან მომწონს აგრეთვე ის ფაქტიც,რომ http://www.tpdc.ge/essentials/-ში უამრავი გამზადებული მასალაა მოცემული,რაც ძალიან გამიადვილებს პროექტზე მუშაობას.აგრეთვე არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი,რომ გვყავს პროფესიონალი და ფრიად კომპეტენტური ტრენერი,რომელიც გვეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ესეც ჩემი ბუკლეტის მონახაზი :)))

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის I-II დღე

მე პირადად ვთვლი,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ისტ-ის გამოყენებით,დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი მრავალფეროვანი ელემენტების შეტანაში,რაც გაკვეთილს გახდის მოსწავლეთათვის საინტერესოს და მიმზიდველს,ისინი მიღებულ ცოდნას ხანგრძლივად დაიმახსოვრებენ,შეეცდებიან თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას,განახორციელებენ ტრანსფერს,არ მოხდება ზერელე დაზეპირება.ეს ტრენინგი დამეხმარება,მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში,რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ წარმატებულ,კრეატიულ და მოთხოვნად პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
Iდღემ ძალიან საინტერესოდ და დინამიურად ჩაიარა.ძალიან მომეწონა http://www.tpdc.ge/essentials/-ში მუშაობა.ეს საიტი ინფორმაციის დამუშავების უამრავ საშუალებას იძლევა.გავიგე პროექტზე მუშაობისას რა საკვანძო საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება,მისი სწორად დაგეგმვისათვის.
IIდღე ბლოგის შექმნას დაეთმო,მივხვდი თუ რა მნიშვნელობა აქვს მას საგანმანათლებო სისტემაში.მისი დახმარებით მასწავლებლებს შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.